weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს მეძავი უწოდა და ქვეყანაში არ შემოუშვა

16:00 სამშაბათი, 23 მარტი 2021

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა და მეძავი უწოდა უცხოეთის მოქალაქე ქალს, რომელიც თურქეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა და საზღვრის გადმოკვეთა სურდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ალექსანდრე გიორგაძემ გაავრცელა და შესაბამისი ორგანოების, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება მოითხოვა.

ალექსანდე გიორგაძის განცხადებით, ქალი პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარია და მას შემდეგ, რაც პირადი საქმისთვის სტამბოლში დაბრუნდა, საქართველოში შემოსვლის უფლებას აღარ აძლევენ. ალექსანდრე გიორგაძის თქმით, ქალმა შემოსვლა ერთი თვის წინაც სცადა.

ვიდეოს მიხედვით, ქალი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს სთხოვს, უთხრას, რა გვარია, რაზეც პასუხობენ, რომ ეს მისი საქმე არაა.

„თქვენ უარი გეთქვათ. ჩემი გვარი შენი საქმე არ არის. საქართველოში ვერასდროს შემოხვალ. ეს ჩემი ქვეყანაა და მე ვიცავ ჩემს ქვეყანას. ახლა წახვალ თურქმენეთში და იქ დარჩები სამუდამოდ. გესმის? ახლა დაჯექი იქ“, – ამბობს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.

ქალი მას ეუბნება, რომ არ აქვს უფლება, ვინმეს ასე ელაპარაკოს, რაზეც ის პასუხობს: „არავინ ხარ. მე ვარ საქართველოს საზღვრის მცველი და ეს მაძლევს უფლებას ისე ვილაპარაკო, როგორც მინდა“.

ბოლოს, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ქალს რუსულად უბნება, რომ საქართველოში არ იღებენ მეძავებს - „ჩვენი გვყოფნის, არ გვჭირდება, რომ კიდევ თურქმენეთიდან ჩამოდიოდნენ. გაიგე? ეს არის სიმართლე თქვენს შესახებ და საქმის შესახებ, რომლითაც დაკავებული ხართ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ქალს საქართველოში შემოსვლაზე უარი „უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა, რაც გულისხმობს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]